მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD მომდევნო წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ელოდება

59ae912c4c0e5
ნინო კვინტრაძე
05.09.17 15:54
1592
"ფინანსებზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის ბიზნესებისთვის, როგორიც საქართველოა", - განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი თქმით, იმისთვის რომ ბიზნესი კონკურენტუნარიანი გახდეს და ისეთ ბაზრებზე შევიდეს, როგორიც მაგალიტად ევროკავშირია, მათ ფინანსებზე მარტივი წვდომა სჭირდებათ.

"EU4Business-EBRD Credit Line სწორედ ამ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს რათა მათ ფინანსებზე წვდომა შეძლონ, ასევე იმისთვის რომ მათ გადააიარაღონ საკუთარი საწარმოები, მსგავსი პროექტები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება, მომავალ წლებში კი გვჯერა რომ ზრდა მეტი იქნება", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

ხვალ, EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში. აღნიშნული საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები