ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეს საქართველო რუსეთის საზღვრის მიმდებარედ, ქვეშეთი-კობის მონაკვეთის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული საგზაო ნაწილის 60 მილიონი ევროთი დაფინანსებას განიხილავს. პროექტი განსახილველად EBRD ბორდის სხდომაზე 2019 წლის 2 ოქტომბერს გავა.
ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7-კილომეტრიანი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. ერთ-ერთი გვირაბის სიგრძე ცხრა კილომეტრი იქნება. ის სოფელ წკერესთან დაიწყება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის და კობთან დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის- ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.
უწყების ცნობითვე, პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1-საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

























