მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD "რუსთავის აზოტს" 125 მილიონი დოლარის დაფინანსებას აღარ გამოუყოფს

58c7a164d725e
BM.GE
14.03.17 11:51
2702
EBRD „რუსთავის აზოტს“ 125 მილიონი დოლარის დაფინანსებას აღარ გამოუყოფს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბიზნესკონტრაქტთან იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც გასულ წელს დაანონსებული ინვესტიცია შეჩერდა. ბრუნო ბალვანერას განცხადებით, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, ამასთან მიზეზებს შორის სახელდება მსოფლიო ბაზრის დინამიკაც.

"ჩვენ რუსთავი აზოტთან ერთად ვმუშაობდით და დამავმტკიცეთ მსხვილი პროექტი. მისი მიზანი, როგორც ყველა სხვა მსგავსიდაფინანსებების სიტუაციის ნომალიზება იყო.
პირობები არ შესრულდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი გახდა. იყო რამდენიმე მიზეზი, მაგრამ მთავარი მათ შორის იყო ბაზრის დინამიკა მსოფლიოში. ჩვენ კარგად ვიცნობთ კომპანიას თუმცა არ ვიცით რა მოხდება მომავალში“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

შეგახსენებთ, რომ "ლოიან კაპიტალ ჯგუფში" შემავალ საწარმოს რუსთავის აზოტსა და ევრობანკს შორის შეთანხმებას ხელი ზაფხულში მოეწერა. 55 მილიონიანი ფინანსირების პაკეტი ქართული სასუქოვანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანია "რუსთავის აზოტის" ამიაკის ხაზის წარმოებას და რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. 155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონს EBRD გასცემდა, ხოლო 30 მილიონს საქართველოს ბანკი.

EBRD-ის მიერ გაცემული 125 მილიონიდან, 50 მილიონი EBRD-ის საკუთარი სახსრები იყო, 25 მილიონი ჰოლანდიური ბანკი FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ რუსთავის აზოტი „ეუ ინვესტმენტის“ ხელში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები