" საქართველოში 25 წელია წარმოდგენილები ვართ და ამ პერიოდის განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ“ - ამის შესახებ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ სასტუმროში Radisson გამართულ საინვესტიციო ბიზნესფორუმზე (Bia Forum) განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა 200-მდე პროექტში ჩაიდო.
"საქრთველო EBRD-სთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ხუთი წელია ამ ქვეყანაში ვარ. 2016-2017 წლებში საქართველოში სხვადასხვა პროექტში, საბანკო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში 250 მილიონი ევრო ჩავდეთ", - ამბობს ბალვანერა. მისივე თქმით, საქართველო ლიდერია იმ 37 ქვეყანას შორის, სადაც ინვესტიციებს ახორციელებს EBRD.
"ეს არის ქვეყანა, რომელმაც აიღო დასავლური ორიენტაცია, რომელმაც მიიღი ვიზალიბერალიზაცია, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ქვეყანაა, რომელიც უსწრებს სხვებს ახალი წესების დანერგვის კუთხით.
ამ ქვეყანას ჰყავს ,,ბიზნეს მეგობრული“ მთავრობა, რომლის წევრების უმეტესობაც კერძო სექტორიდან მოდის და შესაბამისად, მათ ძალიან კარგად ესმით ბიზნესის“, - განაცხადა ბალვანერამ და დასძინა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი საბანკო სისტემა. ამასთან, EBRD მიესალმება სექტორში ახალ რეგულაციებს, რაც ცენტრალურმა ბანკმა სესხების გაცემის კუთხით გაატარა.
"საქართველოს გააჩნია ძალიან კარგი, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რაც დასავლეთს და აღმოსავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს. აქ არ არის ნავთობის და გაზის საბადოები, მაგარამ მას აქვს ბევრი ბუნებრივი რესურსი, აქვს მთები, თოვლი, ზღვა, 20 ათასამდე მდინარე, რაც ენერგიის წარმოებისთვის კარგი რესურსია.
ჩვენ ვხედავთ საშუალო დონის საწარმოებს, რომელბიც სწრაფად ვითარდებიან. ეს არის ქვეყანა, რომელიც აფუძნებს დემოკრატიას და პატივს სცემს კანონის უზენაესობას. საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს ქვეყანა მიესალმება გამოხატვის თავისუფლებას და თქვენი ხმა აქ ყოველთვის დაცული და თავისუფალი იქნება.
თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რაც საქართველომ მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად უნდა გააკეთოს“ - განაცხედა ბრუნო ბალვანერამ. მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაზეც ქვეყანამ უნდა იმუშაოს.
" გამოწვევების სფერო, რაც აქ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგია:
1) ადამიანური კაპიტალი. ბევრი ადამიანია, რომელსაც სურს მოახდინოს ინტეგრირება მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით.
2) ბევრი სამუშაოა ინფრასტრუქტურის მიმართულებით: გზები, ხიდები, ტურისტული ინფრასტრუქტურა...
3) საქართველომ სასოფლო-სამეურნეო სექტორში ფოკუსირება უნდა მოახდინოს მაღალი ღირებულების პროდუქტების შექმნაზე, ეს სათბურებს ეხება. მან არ უნდა აწარმოოს მხოლოდ დაბალი ღირებულების პროდუქტები და მიწა უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს.
4) თუ საქართველოს უნდა იყოს დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მას უნდა ჰქონდეს უკეთესი აეროპორტები და რკინიგზა.
5) უნდა განვითარდეს დაზღვევისა და ლიზინგის სექტორი.
6) ქვეყანამ უნდა დანერგოს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რათა ენერგორესურსების პოტენციალის უკეთესი გამოყენება უზრუნველყოს.
EBRD მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და მას ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება, ამ მიმართულებით მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურებთან უკვე დაწყებულია“ - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

























