ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარსგამოუყოფს. შესაბამისად, საქართველოში ადგილობრივ, დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ხვალ მოეწერება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზემოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, ბელორუსსა და მოლდოვაშიბრუნო ბალვანერა, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და სხვა ოფიციალური პირები.

























