მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ძლიერ მხარეებს ასახელებს

59c10460c4eb0
სალომე მეცხვარიშვილი
19.09.17 16:52
1227
EBRD-ის წარმომადგენელი ელიზა ნიევიადომსკა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას აფასებს. კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვებში კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ტენდერების პრევენცია, ელიზა ნიევიადომსკა პასუხობს, რომ მსგავსი შემთხვევები შეიძლება დაფიქსირდეს, თუმცა, ასეთ დროს საქართველოს გასაჩივრების მექანიზმი გააჩნია, ზოგიერთ ქვეყანას კი არა.

"ჩემი აზრით, საქართველოს ამჟამად ყველაზე გამჭვირვალე შესყიდვების სისტემა გააჩნია. თუ ფიქრობთ, რომ რამე არასწორადაა, თქვენ გაქვთ გასაჩივრების მექნიზმი. ვფიქრობთ, ეს თქვენი მიღწევაა. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც პრეტენზიები ექნება ზოგიერთ კომპანიას, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მორგებულია სხვა ბიზნესებზე, მაგრამ სხვა ქვეყნებში ამის გასაჩივრების მექანიზმი არ არსებობს, საქართველოში კი არის",- აცხადებს EBRD-ის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები