მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD-ში არ იციან, რა ვადით გადაიდო ინვესტროთა საბჭოს სხდომა

5c9504c3afc50
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.19 19:53
642
BMG-ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მათ არ იციან ზუსტად რა ვადით გადაიდო ინვესტორთა საბჭოს სხდომა.

მათი ინფორმაციით, მსგავსი რამ წარსულშიც მომხდარა.

ინვესტორთა საბჭოში ასევე ამბობენ, რომ ისინი შეუფერხებლად განაგრძობენ საკუთარი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელს უწყობენ მაღალი დონის დიალოგის წარმოებას საქართველოს სახელმწიფოს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ქვეყნის კერძო სექტორთან.

დღესვე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ პრემიერისთვის მიწერილ ღია წერილში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ საბჭოს სხდომა ჩატარდება და საკითხები, რომლებიც მის დღის წესრიგში იყო შეტანილი განიხილება.

"ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ გვექნებოდა შესაძლებლობა თქვენთან განგვეხილა ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემები, საკითხი, რომელიც ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის დღის წესრიგში იყო. 21 მარტს ინვესტორთა საბჭომ გვაცნობა, რომ ჩანიშნული შეხვედრა გადაიდო უვადოდ“, - წერს ფადი ასლი პრემიერს.

ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წლის მაისში, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ინვესტორთა საბჭოს მიზანია,  უმაღლეს დონეზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა; მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნეს ომბუდსმენის გაერთიანება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები