მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD TAP-ის პროექტისთვის 1,5 მილიარდი ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხს განიხილავს

57359415ba4be
BM.GE
13.05.16 12:44
1978
ევროპის რეკონსტრუქციისა დ აგანვითარეის ბანკი მზად არის TAP-ის მილსადენის პროექტისთვის დაფინანსება გამოყოს.
 
როგორც EBRD-ის ენერგეტიკული მიმართულების დირექტორმა Reiters-ს განუცხადა, ბანკი განიხილავს შესაძლებლობას 1,5 მილიარდი ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფაზე.

მისივე თქმით, სესხის მოცულობა EBRD-ის ისტორიაში შესაძლოა, ყველაზე მსხვილი იყოს.

ტრანს ადრიატიკული მილსადენი "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში შენდეება. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები