"ANAKLIA ECHOWAVES" ფესტივალზე 11 ათაზე მეტი ბილეთი გაიყიდა, - ამის შესახებ BMG-ს "ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპის" ხელმძღვანელმა ბრანე კოსტადინოვმა განუცხადა. მისი თქმით, ფესტივალზე ბილეთების დიდი ნაწილი ქართველებმა იყიდეს და "ANAKLIA ECHOWAVES" ფარგლებში სულ 3 ათასამდე უცხოელი ჩამოვიდა.
“ფესტივალს 40 ათასამდე ადამიანი დაესწრო, ეს ყოველდღიური დათვლის შედეგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამდენივე ბილეთი გავყიდეთ, სულ 11 ათას 300 ბილეთია გაყიდული, მაგრამ ზუსტ რიცხვებს უახლოეს მომავალში წარმოავდგენთ”-აცხადებს ბრანე კოსტადინოვი.
ხოლო bmg-ს კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი მეტი უცხოელი ტურისტის ჩამოყვანა ფესტივალის ფარგლებში “ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპის"ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:
“ამ ფესტივალზე ქართველები ჭარბობდნენ, პირველ რიგში ეს მათთვის ჩატარდა, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია რომ მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან. ადამიანები, როდესაც აქ ჩამოდიან სჭირდებათ რაღაცეების დაგეგმვა, ადრე იყო პრობლემები, ჩამოსული ტურისტები ადგილებს ვერ პოულოდნენ, ასევე ჰქონდათ ვიზებთან დაკავშირებული სირთულეები, ჩვენ კი მხოლოდ 2 თვე გვქონდა რაღაცების გასაკეთებლად და მაქსიმუმი გავაკეთეთ რაც შეგევძლო”-აცხადებს “ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპის"ხელმძღვანელი, რომელიც bmg-თან საუბაში GEM Fest -ის ორგანიზატორის გიორგი სიგუას ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ამ ტიპის ბრალდებებზე არანაირი ენერგიის დახარჯვას არ აპირებს.
შეგახსენებთ: გიორგი სიგუამ საქმის კურსის ეთერში ბრანე კოსტადინოვთან დაკავშირებით სერიოზული ბრალდებები გააჟღერა: მისი თქმით, ბრანე კოსტადინოვი ნასამართლევია, ბრალდებულია კალიფორნიის შტატში ადამიანების გატაცებაზე ფულის გამოძალვისთვის და არაერთხელ ჰქონია კანონთან პრობლემა ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით.
"ბრანე კოსტადინოვი ესაა ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი პრომოუტერული წარსული, ფეისბუქი არ აქვს, ინსტაგრამი არ აქვს, არც იგუგლება ეს ადამიანი, ჩამოდის საქართველოში 21 მაისს, არეგისტრირებს შპს,,ანაკლია ინთრთეიმენტ გრუპს“ არის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფობელი და მას ქუმსიშვილის დავალებით, გიორგი ჩოგოვაძე, ურიცხავს პირდაპირ 4 მილიონ 152 ათას ლარს ახალი ოთხდღიანი ფესტივალის ჩასატარებლად" - განაცხადა სიგუამ.
რაც შეეხება ANAKLIA ECHOWAVES, ის პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში გაიმართა და 4-დღიანი ფესტივალი ბიუჯეტს 4 მლნ ლარი დაუჯდა.

























