მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველოს სურს EU-ის წევრი გახდეს, მაგრამ საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის - ანჯეი დუდა

სსს

ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველოს სურს EU-ის წევრი გახდეს, მაგრამ საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოუთმენლად ელის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა მიმდინარე წლის არჩევნებში.

"შეხვედრის დროს საუბარი ეხებოდა ასევე, უსაფრთხოების თემას, ვინაიდან საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. ასევე, უკრაინა ჩვენი უშუალო მეზობელია. საქართველოს და უკრაინას ზღვა კი ჰყოფთ, მაგრამ უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაციაა და ამიტომ ეს საკითხი საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს უკრაინას და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

ჩემი და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი თანხვედრაშია, ჩვენი აზრი, მიდგომა და აღიარება იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნები და რომლებიც უშუალოდ ეხება ახლა უკრაინას და 2008 წელს ეს აგრესია უშუალოდ საქართველოს მიმართ განხორციელდა და რუსეთი არაერთხელ ახდენდა პროვოკაციებს. 2008 წლიდან ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის აგრესიის შედეგად და მუდმივად ხდება დესტაბილიზაციის მცდელობები.

საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა - ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.

საქართველოში ახლახანს ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტმა დაგვიდასტურა ეს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში“, - განაცხადა დუდამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები