მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eCommerce Day-ზე საქართველოს ბანკმა Ads-მენეჯერის ვორქშოპს უმასპინძლა

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორობით საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა. eCommerce Day-ი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება და ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში მიღწევებსა და ინოვაციებს აღნიშნავს. მისი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა და გაუმჯობესება, ასევე ასოციაციის წევრებისა და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირის, გამოცდილების გაზიარების და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაა, რათა მეტად გამარტივდეს როგორც ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა, ისე ინოვაციური იდეების დანერგვა. მოწვეულმა სპიკერებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ინდუსტრიის მომავალო პერსპექტივებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა Ads-მენეჯერის ვორქშოფი ჩაატარა, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები მილიონ 200 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები