მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ედიშერ მამალაძე: სახელმწიფო ტენდერებში ქართული ბიზნესისთვის შეღავათები, სავარაუდოდ, მაისიდან ამოქმედდება

58f7528ea2a67
სალომე მეცხვარიშვილი
20.04.17 10:34
2033
სახელმწიფო ტენდერებში ქართული ბიზნესისთვის შეღავათები, სავარაუდოდ, მაისიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია "საქკაბელის" მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფოს ექნება უფლება ერთნაირი ფასისა და ხარისხის პირობებში ადგილობრივ ბიზნესს მიანიჭოს უპირატესობა.

მამალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა მწარმოებელთა ფედერაციაში ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას ჰქონდა, სადაც აღნიშნა, რომ ცვლილებებს, სავარაუდოდ, მაისის თვიდან აამოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მას მთავრობა დაამტკიცებს.

ედიშერ მამალაძე ფიქრობს, რომ ეს შეღავათი უცხოელ ინვესტორებს და კომპანიებს არ დააფრთხობს.

"ჩვენი მეზობელი ქვეყნები აქტიურად იყენებენ ამ შეღავათს ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. ჩვენს მეზობელ თურქეთს 15% აქვს სახელმწიფოს შესყიდვებში ადგილობრივ კომპანიებზე უპირატესობა მინიჭებული. ეს არ არის დამაბრკოლებელი უცხოელი ინვესტორებისთვის", - აცხადებს ედიშერ მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ იგეგმება ცვლილებები შესყიდვების შესახებ კანონში, რომელთა მიხედვითაც, ქართული პროდუქციის გამოყენებისთვის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები საშეღავათო დანამატს მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები