Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული "გამჭვირვალობის კანონი?" - 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა. კვლევის შედეგებს "ფორმულა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:
18-24 წლის მოსახლეობა - 82% ამბობს, რომ არ არის საჭირო
24-34 - 74% აცხადებს, რომ არ არის საჭირო
35-44 - 71%-სთვის არ არის საჭირო
45-54 - 66%-სთვის არ არის საჭირო
55-64 - 62% ამბობს, რომ არ არის საჭირო
65+ - 57% ამბობს, რომ არ არის საჭირო
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.