Edvex ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც რეკლამის განთავსების მსურველ კომპანიებს და მძღოლებს ერთმანეთთან აკავშირებს. იდეა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
როგორც კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, პროექტში ჩართვა და ანაზღაურების მიღება, ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, რომლის ავტომობილზეც სხვადასხვა კომპანიის რეკლამა განთავსდება. ამისთვის მძღოლებმა Edvex-ის აპლიკაცია უნდა გადმოწერონ და კამპანიაში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ, რის შემდეგაც მათ კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან. მანქანის დაბრენდვა ორი სახით ხდება, - კარებსა და მის უკანა მხარეს.
„ჩამოტვირთული აპლიკაციის საშუალებით ვნახულობთ, თუ რამდენ კილომეტრს გადის მძღოლი, რაც უფრო მეტია განვლილი მანძილი მით მეტ ანაზღაურებას იღებს ის“, - ამბობენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ კომპანია თანამშრომლობას სხვადასხვა ტაქსით მომსახურების კომპანიებთანაც განიხილავს.

























