„ეფეს საქართველომ“ მცხეთის სატყეო უბნის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვ/მ-მდე ფართობის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. ხეების დარგვის პროცესში, რომელიც გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო“ „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.