მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეფეს საქართველოს" მორიგი აღიარება - "კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის"

ეკონომიკური წარმატება სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით - „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონიაზე გამარჯვებულები 6 ძირითადი მიმართულებით გამოვლინდნენ. თითოეულ ნომინაციაში, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიას, 2-2 გამარჯვებულია დასახელებული.ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიურის შეფასების შედეგად, „ეფეს საქართველომ“ ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში 2 ნომინაციაში: „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ და “მდგრადი მოხმარება და წარმოება“ მიიღო. ასევე, დაჯილდოების ცერემონიალზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის SDG პიონერის ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერს, ქეთი ჟვანიას გადაეცა.

სტუმარი: ქეთი ჟვანია - „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები