მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეფრემ ურუმაშვილი: ქარხნის გარშემო მიმდინარე პროცესები კრედიტორებთან მოლაპარაკებებს ამძიმებს

58931a7d520fb
BM.GE
02.02.17 15:38
2641
"ჩემი კომპანიის მიერ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მოხდეს ქარხნის დროულად ამუშავება", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას კომპანია "იუ ინვესთმენთის" დირექტორმა ეფრემ ურუმაშვილმა. მისი განცხადებით, ბოლო ერთი კვირაა აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი.

როგორც ურუმაშვილი განმარტავს, იმ თანამშრომლებს, ვისთანაც ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, 500 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება სამი თვის განმავლობაში, ქარხნის სრულად ამუშავების შემდგომ კი ისინი დასაქმების პრიორიტეტში იქნება.

"მათთან ჩემს წარმომადგენლებს ყოველდღიური მუშაობა აქვთ. დღეს დილიდან მობილიზებული იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენლები, სამწუხაროდ პოლიტიკოსებიც მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები. ამ დროს მუშები ფაქტიურად არ უერთდებიან პროვოკაციულ შეჭრას ქარხნის ადმინისტრაციული შენობის ნაწილში.

ბოლო ერთი კვირის განმვლობაში, ფაქტიურად ვერ ხორციელდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება ქარხნის ამუშავებაზე. იმ ფონზე როდესაც მიმდინარეობს მიტინგები საკმაოდ გვიჭირს მაგალითად კომპანია სოკართან მოლაპარაკება.

ის პროცესები რაც ხდება ქარხნის გარშემო ამძიმებს მოლაპარაკებების პროცესს კრედიტორებთან რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქარხნის ამუშავებას. თუ ქარხანა არ ამუშავდა, საკმაოდ რთული და შეუძლებელი იქნება ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს, რომელიც შინაარს მოკლებულია“, - განაცხადა ურუმაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები