მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეფრემ ურუმაშვილი: საქართველოს ურთულესი საგადასახადო კოდექსი აქვს

5b2ba114d316c
BM.GE
21.06.18 17:00
2770
ფინანსისტი ეფრემ უფუმაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთერთი ურთულესი საგადასახადო კოდექსი აქვს და ის მიესალმება ახალი პრემიერის ინიციატივას, რომელიც მის შეცვლას ითვალისწინებს.

"ფაქტობრივად 30 წელია ახალი კოდექსი არ გვქონია, ეს არის ძალიან ცუდი, ხდება მუხლების შეცვლა, გადანომვრა და ასე შემდეგ. გვაქვს ურთულესი კოდექსი, იმის გათვალისწინებით, რომ სულ 5 გადასახადი გვაქვს", - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა გადაცემაში "საქმის კურსი".

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომელიც სააღრიცხვო დოკუმენტების შემცირებას ეხება.

"დღეს მოქმედებს რამდენიმე დოკუმენტი, ზედნადებები, ანგარიშფაქტურები, ინვოისები. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ეს ყველაფერი 1 დოკუმენტში გაერთიანდება. ეს ბიზნესს მუშაობას გაუმარტივებს და ქვეყანასაც წაადგება", - განაცხადა ურუმაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები