მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EFSE და TBC ლიზინგი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად ძალებს აერთიანებს

6172b20be5a76
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 16:52
1003
ევროპული ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის 6 მლნ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო.

„თიბისი ლიზინგი“ ბაზრის 73%-იანი წილით ქვეყნის წამყვანი სალიზინგო კომპანიაა. დამფუძნებელი თიბისი ჯგუფისა და დაფინანსებული აქტივების ღირებულების წყალობით ბრენდის საკმაოდ მაღალი ცნობადობითა და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თიბისი ლიზინგის მიერ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მისცემს საშუალებას შექმნან მეტი სამუშაო ადგილი პოსტ-პანდემიური კლიმატის პირობებში.

„მცირე და საშუალო საწარმოები ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს ქმნიან, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ისეთ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც დასახავენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესის ზრდის ტენდენციას, განსაკუთრებით კი პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. ის ფაქტი, რომ სესხი ადგილობრივ ვალუტაშია, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაცული იქნებიან გაცვლითი კურსის რისკებისგან. თიბისი ლიზინგის სახით ჩვენ შევიძინეთ ჩამოყალიბებული პარტნიორი, რომელსაც აქვს ფართო ბაზარი, რათა გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია მაქსიმალური გავლენისთვის”, - ამბობს EFSE საბჭოს თავმჯდომარე კლაუს მიულერი.

„ეს არის EFSE–სთან პარტნიორობის შესანიშნავი დასაწყისი და თიბისი ლიზინგისა და Finance in Motion გუნდების რამდენიმე თვიანი ერთობლივი წარმატებული მუშაობის დასტური, რომელმაც დიდი ხნის სასურველი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. დამატებით 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსის მოზიდვა, რომელიც მთლიანად ლარში იქნება ათვისებული, საშუალებას მოგვცემს ლიზინგით დავაფინანსოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და, როგორც წესი, არ გააჩნიათ შემოსავლები უცხოურ ვალუტაში. ჩვენი სტრატეგია ლიზინგის პროდუქტების კონკრეტულ კლიენტთა სეგმენტზე და ინდუსტრიებზე მაქსიმალურად მორგებას ითვალისწინებს. EFSE- ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კი სწორედ ასეთი, სპეციალური პროდუქტების შექმნას მოხმარდება, რაც დასახული მიზნების განხორციელებაში ნამდვილად დაგვეხმარება”, - ამბობს „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორი გაგა გოგუა.

ამ ინვესტიციის მეშვეობით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას მანქანა-დანადგარების, სამშენებლო, საწარმოო აღჭურვილობისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული საწარმოების იჯარით გაცემის გზით. „თიბისი ლიზინგი“ ხელს შეუწყობს პირველ რიგში ისეთ ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა: SDG 8-ს ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა და SDG 9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.

ცნობისთვის: EFSE 2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებას ინვესტიციის განხორციელების გზით, ასევე კომლებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით. გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სეგმენტისთვის უმთავრესია, EFSE ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ფინანსური სექტორების დახმარების გაძლიერებაზე, რათა მათ თავისმხრივ ამ სამიზნე ჯგუფების დაფინანსება უზრუნველყონ. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით, EFSE აძლიერებს თავის გავლენას EFSE განვითარების მექანიზმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არა მატერიალურ დახმარებას მეწარმეებისა და ინსტიტუტებისათვის.

EFSE ინიცირებულია KfW განვითარების ბანკის მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც ერთ-ერთი პირველი კერძო-საჯარო ფონდი, EFSE კაპიტალს დონორი სააგენტოებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორებიდან იძიებს.

Finance in Motion GmbH, გერმანია, EFSE– ს მრჩეველია, ხოლო Hauck & Aufhäuser Fund Services S.A., ლუქსემბურგი, მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.

სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.efse.lu
Finance in Motion GmbH-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.finance-in-motion.com

„თიბისი ლიზინგი“ საქართველოში „თიბისი ჯგუფის“ წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. ორგანიზაციას ინდუსტრიაში 17 წლიანი გამოცდილება აქვს და ბაზრის 73%-იან წილს ფლობს. კომპანიას მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ჰყავს. დღეის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგი“ აქტიურია თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში და სპეციალიზირებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს სამედიცინო, სატრანსპორტო, HORECA, სავაჭრო, სასოფლო -სამეურნეო, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიებს და სხვა, ასევე, ეხმარება ფიზიკურ პირებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.
(NS)


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები