მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტემ გაერთიანებულ საამიროებთან მულტიმილიარდიან შეთანხმებას მოაწერა ხელი - Reuters

ეგვიპტე

ეგვიპტე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან $35 მილიარდიან შეთანხმებას დასთანხმდა, რომლის ფარგლებშიც ის ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რას ელ-ჰეკმას განავითარებს - ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მოსტაფა მედბოულიმ, გაავრცელა.

მისი განმარტებით, ეგვიპტე საამიროებისგან თავდაპირველად $15 მილიარდიან ინვესტიციას მიიღებს, ორი თვის შემდეგ კი დამატებით $20 მილიარდს.

მედბოულის თქმით, აღნიშნული შეთანხმება თანამედროვე ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა ქვეყნის ურბანული განვითარების პროექტებში. ეგვიპტის მთავრობის პარტნიორი კი საამიროების კონსორციუმია, რომელსაც სათავეში ADQ საინვესტიციო ფონდი უდგას.

პრემიერისვე განმარტებით, ნახევარკუნძულის განვითარება ეგვიპტეს სამომავლოდ $150 მილიარდის ინვესტიციას მოუტანს. მსგავსი შემოსავალი კი ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებულად წაადგება, რომელიც ღაზაში მიმდინარე ომის გამო წნეხის ქვეშ მოექცა. ეგვიპტე IMF-ის პროგრამის ექსპანსიაზეც მუშაობს.

რას ელ-ჰეკმა 200 კმ-ზე ალექსანდრიის ტურისტული კურორტების ცენტრში გაშენებული ქალაქია, რომელიც მაღალ გადახდისუნარიან ტურისტებს განსაკუთრებულად ზაფხულის თვეებში იზიდავს. ADQ აქ “მომავალი თაობის ქალაქის” განვითარებას აპირებს, რომლის სამუშაოებიც 2025 წლიდან დაიწყება. პროექტის თანახმად, ქალაქში თავს მოიყრის საინვესტიციო ზონები, ტექნოლოგიური ინდუსტრია და ა.შ.

ეგვიპტის მთავრობის მფლობელობაში კი პროექტის მხოლოდ 35% დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები