მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეგვიპტეში და ბულგარეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება.

ეგვიპტეში საქართველოს ელჩად "ოცნების" მიერ არჩეულ პრეზიდენტს ნიკოლოზ აფხაზავა წარედგინება, ხოლო ბულგარეთში ზურაბ ხამაშურიძე.

ზურაბ ხამაშურიძე ამ დრომდე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება ნიკოლოზ აფხაზავას ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო მალაიზიაში, ბრუნეი დარუსალამში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში და კამბოჯის სამეფოში.

საქართველოს ბოლო წლებში ეგვიპტეში ელჩი არ ჰყავს და საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილია.

რაც შეეხება ბულგარეთს, ბოლო თვეებში საქართველოს ელჩი არც ბულგარეთში ჰყავდა. 2024 წლის დეკემბერში ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები