"საქართველოსა და ეგვიპტეს შორის პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა", - ამის შესახებ ეგვიპტის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ტარეკ მაატმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური ურთიერთობებისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები კვლავ შეზღუდული რჩება. როგორც ელჩი აცხადებს, ეგვიპტეს შეუძლია გამოიყენოს საქართველო იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ბაზრებზეც გავიდეს. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ დავალება ეგვიპტის პრეზიდენტისგანაც მიიღო.
"ჩვენ ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ სავაჭრო დონე ორ მეგობარს შორის შეზღუდულია. ეგვიპტემ შესაძლოა თავისებურად ლიდერის როლი მოირგოს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭორო-ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიტეს შორის 1992 წელს დამყარდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც საქართველოსთან მსგავსი კავშირები დაამყარა. მაშინ პირდაპირი ფრენები ეგვიპტესა და საქართველოს შორის არ ხორციელდებოდა, ახლა კი კვირაში 5-6 პირდაპირი რეისი სრულდება ეგვიპტის მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა სავაჭრო ბრუნვის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
მაგალითად ქუთაისში არის ეგვიპტური ინვესტიციები, ასევე თბილისში ყავახანები და სასტუმროები ფუნქციონირებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ტემპის დაჩქარება ჩვენს ინტერესებშია.
საქართველო თავისი ადგილმდებარეობით ძალიან პერსპექტიული ბაზარია, თქვენ ასევე ასოცირების ხელშეკრულება გაქვთ. ქართული ბაზრის მეშვეობით იმედი გავქვს სხვა ბაზრებზეც გავალთ, ჩვენ მოვუწოდებთ ეგვიპტელ ინესტორებს განახორციელონ თქვენს ქვეყანაში ინვესტიციები. მე ვიცი რომ ამის პოლიტიკური ნება არსებობს.
ეგვიპტის პრეზედენტისგან მივიღე დავალება, რომ ამ კუთხით მემუშავა. ასევე რეისების გაზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბათუმი ბრწყინვალე კურორტია, რომელსაც შეუძლია მრავალ ტურისტს უმასპინძლოს", - განაცხადა ელჩმა.

























