მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეგზოტიკურ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა“ – „ლოლაძეების ფერმა“

60857439b7531
მარიამ იზორია
25.04.21 18:20
780
„ლოლაძეების ფერმა“ ლააგოდეხში ეგზოტიკურ პროდუქტს აწარმოებს და სხვადასხვა ქსელურ მარკეტში ყიდის. როგორც bm.ge-ს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე უყვება, ეგზოტიკურ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა. აღნიშნულს ფერმერი პენდემიის შედეგად, ფაქტობრივად, შეჩერებულ ტურიზმს უკავშირებს.

„2020 წლის შემოდგომამდე ეგზოტიკური პროდუქტები იმაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ, ვიდრე 2019 წელს, თუმცა შემდგომ გაყიდვები გაჩერდა; მინი კივზე, პეპინოზე, კივანოსა და ოკრასაზე ძირითადი მოთხოვნა უცხოელი ვიზიტორებისგან მოდიოდა, პანდემიამ კი სრულიად შეგვაფერხა; მთელი წელი ისე დავგეგმეთ, რომ შემოდგომაზე კივანოს ყველაზე დიდი მოცულობის მოსავალი აგვეღო, მაგრამ ვერ გავყიდეთ, აღებული მოსავალი ახლაც გვაქვს შემორჩენილი“ - გვიყვება ფერმერი.
ამასთან, როგორც ლაშა ლოლაძე აცხადებს, მართალია პროდუქტის რეალიაზაცია შეუმცირდათ, მაგრამ გაიზარდა ნერგებზე დაინტერესება.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენს მრავალწლიან ნერგებზე, რომლებსაც „MYmarket.ge”-ზე ვყიდდით, მაგრამ ახლა უკვე ფოსტის საშუალებით მომხმარებელს სახლში ვუგზავნით; ყველა ნერგმა გაიხარა, დიდი ინტერესი მინი კივის ნერგზეა, განსაკუთრებით ისეთი რეგიონებიდან, სადაც არც ყურძენი მოდის, არც კივი, და ზოგადად, პროდუქტის სიმცირეა. მინი კივი ზაფხულში არ მოდის, ამის მიუხედავად, ჩვენს ნერგებს ქოთნითაც ვაგზავნით, ეს კი პროდუქტის ნებისმიერ სეზონზე მოყვანის საშუალებას იძლევა“, - ამბობს ფერმერი.

„ლოლაძეების ფერმა“ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა მცენარის თესლისა თუ ნერგის გაყიდვების გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები