მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ehotelspace - ქართული პლატფორმა, რომელიც გაყიდვების პროცესს სასტუმრო ინდუსტრიაში სრულად შეცვლის

5f79e7bf7b8a8
ლიკა გურაბანიძე
04.10.20 16:00
1376

ehotelspace არის ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი სრულად შეცვალოს.

გამოგონებაზე დეტალურად, GITA-ს გრანტების კონკურსის გამარჯვებულმა ehotelspace-ის თანადამფუძნებელმა დაჯი ლიპარტელიანმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“ჩვენ სასტუმროებისთვის ვებგვერდებს ვქმნით, სადაც პირდაპირი ჯავშნის სისტემა, სხვადასხვა ტიპის გადახდები და ნებისმიერი საკომუნიკაციო სისტემაა ინტეგრირებული.

ანუ ჩვენ სასტუმროებს ხელს ვუწყობთ, რომ გაყიდვების პროცესი სრულად გააციფრულონ და ის ნაბიჯები, რასაც მომხმარებელი სასტუმროში მისვლამდე გადის, ყველაფერი ციფრულად, პირდაპირი ჯავშნის სისტემებით მოხდეს.

ჩვენი გათვლა მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებზეა, მათ ისეთ პლატფორმას ვთავაზობთ, რომელიც ხელმისაწვდომია.

მომხმარებლებს ონლაინ ჩატს ვთავაზობთ, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სასტუმროსთან პირადი კონტაქტი ჰქონდეთ”, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

ehotelspace-ის თანადამფუძნებლის თქმით, გამოგონების ინოვატურობა ჯვარედინი გაყიდვების მიმართულებაა.

“რას ნიშნავს ჯვარედინი გაყიდვები? სასტუმროებს საშუალებას ვაძლევთ, რომ არა მხოლოდ შიდა სერვისები გაყიდონ, არამედ ნებისმიერი ტური, რესტორნის ჯავშანი და ა.შ.” - აღნიშნა ehotelspace-ის თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები