"ჩვენთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის იმის დანახვა, რომ ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტები საქართველოს ევროკავშირთან აახლოვებს, არის იმის პრაქტიკული გამოხატულება, რომ საქართველო არის ფართო, ევროპული სივრცის ნაწილი. ეს სესხი, რომელიც ახალი გზების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციას მოხმარდება და ის იქნება ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი. ჩვენ ამით ხელს ვიწყობთ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ რეალიზაციას, რომ გაიზარდოს მისი სატრანზიტო მნიშვნელობა,"- ამბობს ჰუდაკი.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი ამასთანვე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურასთან ერთად ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს საქართველოში ინივაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.
მოხარული ვართ მონაწილეობა მივიღოთ ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში, ამასთანავე, გვსურს მომავალში მეტი აქცენტი გავაკეთოთ ინივაციებს, ადამიანურ კაპიტალსა და IT ტექნოლოგიებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე გამოყო.
EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა მიმართული, საიდანაც გზების სექტორზე -750 მილიონი ევრო, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე - 200 მილიონი ევრო, ხოლო წყლის სექტორზე - 180 მილიონი ევროა გათვალისწინებული.
დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებით, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა. მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების პროექტები კი,გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პერიოდში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.