მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EIB: გაზსაცავის პროექტი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას გაზრდის

5aeea88919bad
ლევან თაღიაშვილი
06.05.18 11:01
1098
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის დაფინანსებას განიხილავს. ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა 100 მილიონი დოლარით დააფინანსოს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გაზსაცავის მშენებლობა საქართველოში, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას მკვეთრად გაზრდის.

,,გაზსაცავი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ენერგო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. ეს არის გზა იმისთვის, რომ ქვეყანამ შექმნას გაზის მარაგი სხვადასხვა წყაროებიდან. ჩვენ გვქონდა საუბარი დიმიტრი ქუმსიშვილთან, გვაქვს ახალი იდეები იმისთვის, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. გაზსაცავის არსებობა შექმნის შესაძლებლობას საქართველოსთვის, შეინარჩუნოს გაზი ზამთრის პერიოდისთვის, როდესაც ბუნებრივი აირი გაცილებით უფრო საჭიროა. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს გაზსაცავი და ამ გზით გავაძლიეროთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება’’ - განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები