ევროპის საინვესტიციო ბანკის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნების კონკურენტუნარიანობს ზრდაა, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ,,საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
,,ორი დიდი პრიორიტეტი არსებობს: ერთი დაკავშირებულია კონკურენტუნარიანობასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ეკონომიკაზე, ის ვითარდება ძალიან სწრაფად, შევხედოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, ინდოეთს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ყველა მათგანი ვითარდება ძალიან სწრაფად, შესაბამისად კონკურენტუნარიანობა ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი აზრით, ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალი უნდა იყოს უმთავრესი წყარო მსოფლიოს მასშტაბით და მხარი უნდა დაუჭიროს სტარტაპ კომპანიებს, როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ასევე მის გაშემო. რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, ის დაკავშირებულია ურთიერთშეთანხმებასთან, ურთიერთშერწყმასთან, რადგან აუცილებელია ევროკავშირის გარეთ მყოფმა ქვეყნებმა, ფეხი აუწყონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, ევროკავშირის მასშტაბითაც ქვეყნებმა უნდა დააბალანსონ საკუთარი ეკონომიკური განვითარება და დაეხმარონ ისეთ ქვეყნებს, რომელთა განვითარებაც უფრო ნელა მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი მეორე უმთავრესი პრიოროტეტი და საქართველოშიც სწორედ ამ საქმიანობას ვეწევით. ქვეყანამ მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა 90-იანი წლების შემდეგ, მაგრამ ის მაინც უკან არის ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად ავსტრია და ა.შ. შესაბამისად, დამატებითი დახმარება სჭირდება განვითარებისათვის", - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.