"ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს 400 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს", - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. თანხის ნახევარზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
"ჩვენი აზრით, 2018 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დაახლოებით 400 მილიონ ევრომდე ინვესტირება მოხდება ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც 250 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით გამოიყოფა; გვსურს წყნეთის გზის გახსნა, ეს არის მნიშვნელოვანი გზა. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ შეხვედრებს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და დედაქალაქში ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ძველი თბილისის მოდერნიზება, ენერგეტიკული მომსახურების გაუმჯობესება მთელი ქალაქის მასშტაბით, ენერგეტიკული წყაროების გაძლიერება, ჰიდროელექტროსადგურების გაუმჯობესება და ა.შ. ვაპირებთ სამეწარმეო საქმიანობების მხარდაჭრასაც, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და საირიგაციო მიმართულებებით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ოფისს ძალიან მძიმე სამუშაოები ელის წინ“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
EIB საქართველოში წარმომადგენლობის ყოფნის 10 წლის იუბილეს 2007 წლიდან დრემდე ბანკის მიერ 21 პროექტია ეკონომიკის სფეროში დაფინანსებული.

























