მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი აუქციონზე გაიყიდება

ეიფელის კიბე

პარიზის სიმბოლოს — ეიფელის კოშკის — ისტორიის იშვიათი ფრაგმენტი აუქციონზე გაიყიდება.

ეიფელის 1889 წლის კიბის ფრაგმენტი, რომელიც კოშკის მოდერნიზაციისას ლიფტით ჩანაცვლდა 21 მაისს, პარიზში, სააუქციონო სახლი Artcurial-ის მიერ გაიყიდება. წინასწარი სავარაუდო ფასი 40,000–50,000 ევროა.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ეიფელის კოშკის კიბის 2,7 მეტრის სიმაღლის 14 საფეხურიანი სექცია

1889 წელს, როდესაც პარიზში, მსოფლიო გამოფენისთვის ეიფელის კოშკი დამონტაჟდა სწორედ ამ სპირალური კიბის საშუალებით შეეძლოთ დამთვალიერებლებს ეიფელის ბოლო სართულებზე ასვლა. 1983 წელს კი, როდესაც მოდერნიზაციის სამუშაოები ჩატარდა კიბის ნაწილი თანამედროვე ლიფტის სისტემამ ჩაანაცვლა, ორიგინალი კიბე კი 24 ნაწილად დაიშალა და იმავე წელს ეს ფრაგმენტები აუქციონზე გაიყიდა. სამი მათგანი საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმშია განთავსებული, მათ შორის ორსეს მუზეუმსა და პარკ ლა-ვილეტში, ხოლო დანარჩენი ფრაგმენტები მსოფლიოს სხვადასხვა კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში ინახება.

გუსტავ ეიფელი ეიფელის კოშკის კიბეზე, 1889 წელი

კიბის ფრაგმენტი, რომელიც მაისში აუქციონზე გაიყიდება 1983 წელს აუქციონზე გაყიდული პირველი ფრაგმენტია და მას ორიგინალი მფლობელი ყიდის. კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა კიბის ფრაგმენტი გაეყიდა მისი პასუხი ასეთია - “მე საკმარისად ვისიამოვნე მისით”.

პარიზში მდებარე სააუქციონო სახლმა Artcurial-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეიფელის კიბის რამდენიმე ფრაგმენტი გაყიდა, მათ შორის 2013 წლის აუქციონზე 19 საფეხურიანი კიბე 212,458 ევროდ გაიყიდა, ხოლო რეკორდი კი 2016 წელს გაყიდულ ფრაგმენტს ეკუთვნის, რომლის საბოლოო ღირებულებამ 523,800 ევრო შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები