მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

ფოტის პორტი

"კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ხულიან ფერნანდესს 2024 წლის 6 ივნისიდან ქრისტიან როიდერი შეცვლის და „ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი გახდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქრისტიან როიდერი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების საგანმანათლებლო პროგრამის (M.I.S.E.) სტაჟიორი შეუერთდა, რის შემდეგაც 2003 წლიდან 2011 წლამდე კომპანიაში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა. "აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ქრისტიანი საქართველოში, Maersk Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს და პატივს სცემს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქრისტიანს როიდერი სატერმინალო ბიზნესის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს და ასევე კარგად იცნობს მომხმარებლების და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრს. "ჩვენს ინდუსტრიაში ქრისტიანს მდიდარი გამოცდილება აქვს. ფოთში მუშაობის დაწყებამდე, მას მაღალი რგოლის ლიდერულ პოზიციებზე არაერთ კომპანიასა და ქვეყანაში უმუშავია. მოუთმენლად ველით ქრისტიანის კვლავ შემოერთებას ჩვენს გუნდში, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენს მიმდინარე წარმატებულ საქმიანობას“, - ამბობს იგორ ვან დენ ესსენი, აფრიკა - ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, მართლაც, საოცარ და მომხიბლავ ქვეყანაში. ფოთის საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის. მჯერა, რომ ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება კომპანიის განვითარებაში“, - ამბობს ქრისტიან როიდერი. "ჩვენი კომპანიის გაფართოება, შუა დერეფნის განვითარება, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კომპანიისა და ხალხის მდგრადი განვითარება, ჩემი დღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამბობს ის.

ქრისტიან როიდერი გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობდა: გერმანიაში, საქართველოში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკაში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Damco Mozambique-ის მენეჯერი და გარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების გენერალური დირექტორი და კომერციული დირექტორი. 2020 წლიდან ქრისტიანი იკავებდა DP World Mozambique-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები