ტვირთის გადმომისამართებას ვხედავთ შუა დერეფანში. ფოთის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა. ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველოს უმსხვილესმა ნავსადგურმა 277 081 ერთეული კონტეინერი დაამუშავა, რაც 8%-ით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე. ზრდის ტენდენციას აჩვენებს თვიური დინამიკაც. თუ მარტში პორტში 52 959 ტეუ საკონტეინერო ტვირთები დამუშავდა , აპრილში ეს მაჩვენებელი 58 665-მდე, მაისში კი 64 952 ერთეულამდე გაიზარდა. გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების რაოდენობაც. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურმა 172 საკონტეინერო გემი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 139-ს შეადგენდა. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წელს დამუშავდა 160 857 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება როგორც 20250-ის, ისე 2024 წლის მაჩვენებლებს. წლიურად ზრდაა საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის კუთხითაც. 5 თვეში ბორნით 80 765 ტონა ტვირთი გაიგზავნა. რა ტენდენციებია ქართულ პორტებში და რა ვისწავლეთ წარსულის გაკვეთილებიდან, რაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე საქართველოს დერეფანში გადმომისამართებული ტვირთების ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს?
სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი


































