მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში" იანვარში საკონტეინერო გადაზიდვები 15%-ით გაიზარდა

ეპმ ფოთი

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით 2026 წლის იანვრის თვის საოპერაციო მონაცემების მიხედვით მიმდინარე წლის იანვარში ტერმინალმა 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. ბოლო სამი წლის იანვრის მონაცემები ასე გამოიყურება:

  • 2026 წელი: 54 527 TEU
  • 2025 წელი: 47 265 TEU
  • 2024 წელი: 42 588 TEU

მათივე ცნობით, კონტეინერების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა პორტში შემოსული საკონტეინერო გემების რაოდენობაც. იანვარში კომპანიამ 35 საკონტეინერო გემი მიიღო, რაც 34%-იანი ზრდაა 2025 და 2024 წლებთან შედარებით (ორივე წელს 26 გემი).

მიუხედავად საკონტეინერო ნაკადების ზრდისა, გენერალური ტვირთებისა და ავტო-კონტეინერების მიმართულებით კლება დაფიქსირდა.

2026 წლის იანვარში კომპანიის მიერ დამუშავებულმა მოცულობამ 16 612 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 31 356 ტონა იყო.

2026 წლის იანვარში ტერმინალმა 1 082 მანქანიანი კონტეინერი დაამუშავა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 48.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები