ეკა სისაურმა ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თუმცა, ის კვლავ რჩება უწყებაში და საქმიანობას განაგრძობს ერთ-ერთ ორგანიზაციაში.
„დარწმუნებული ვართ, ეკა სისაურის გამოცდილება და პროფესიონალიზმი დადებითად წაადგება ამ ორგანიზაციის მუშაობას და შემდგომ განვითარებას“, - აცხადებენ უწყებაში. კონკრეტულად რომელ ორგანიზაციაში გააგრძელებს სისაური მუშაობას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ეკა სისაური ქონების ეროვნულ სააგენტოს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.