გეგმიური ოპერაციების გაკეთება 4 თვით გადაიდო, - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, გადაუდებელი ოპერაციები ჩატარდება.
„გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4 თვიან ჭრილში გეგმიური ოპერაციების გადადება, მაგრამ არა სასწრაფო ოპერაციების“, - განაცხადა ტიკარაძემ.




























