მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო კოლეგების მოსმენა და მათი აზრის გაზიარება - კულუმბეგოვი

61c8387d7cbeb
თელარა გელანტია
26.12.21 13:38
1277
„ეკატერინე ტიკარაძე არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო კოლეგების მოსმენა, მათი პატივისცემა და აზრის გაზიარება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“ - ასე აფასებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს, რომელმაც პოსტი წლის ბოლომდე უნდა დატოვოს.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის პერიოდი, როდესაც იმუნიზაციის საბჭოს ფარგლებში მასთან ერთად მიწევდა მუშაობა“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა და დასძინა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრობა რთულ პერიოდში მოუწია.

აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებს პედიატრი თემურ მიქელაძეც.

„ეკატერინე ტიკარაძეს მძიმე პერიოდში მოუწია მუშაობა. მე ვთვლი, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაო იყო წარმატებული. მაქსიმალურად კომფორტული იყო მასთან თანამშრომლობა, რამეთუ ისინი/ჯანდაცვის სამინისტროში იღებდნენ გუნდურ გადაწყვეტილებას“, - თქვა მედიასთან მიქელაძემ და გამოწვევებს შორის პანდემიის და ვაქცინაციის პროცესში არსებული ინფორმაციული დეფიციტი და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში ამ მხრივ მეტ-ნაკლები ხარვეზები გამოყო.

შეგახსენებთ: დღეს ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და ბოლო სამი წლის განმავლობაში უწყების ყველა რგოლის მიერ გაწეული სამუშაოს და რეფორმების საქმის კურსში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და დეპუტატების ნაწილი ჩააყენა. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ანგარიშის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრი და მინისტრები არ მიუწვევიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები