მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - გაბუნია

60bf2f0803711
ინგა მურუსიძე
08.06.21 13:16
440
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ტიკარაძის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააცნო.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე მკურნალობას და თვითიზოლაციას ბინაზე აგრძელებს.

თამარ გაბუნიას თქმით, როგორც კი მინისტრს ნეგატიური PCR - ტესტის პასუხი ექნება, სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1 ივნისს დაუდასტურდა. მას აცრის მხოლოდ ერთი დოზა აქვს ჩატარებული. მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები