მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკე 2009-ში“ აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა - სეს-ი

64bfb34b8370b
BM.GE
25.07.23 15:48
478
შპს „ეკე 2009-ში“ აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა შპს „ეკე 2009-ში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

"სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის - Listeria monocytogenes შემცველობაზე. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009" შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად შეამოწმეს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები