მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლზე შემოწმების და ინსპექტირების წესების დახვეწა - საჰაერო კოდექსში ცვლილებები შედის

თვითმფრინავის ეკიპაჟი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შედის.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული ცვლილებების თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესედა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების ზედამხედველობის პროცესი და განხორციელდება რიგი რედაქციული ცვლილებები კოდექსიდან მოძველებული ნორმების ამოღების თუ ცვლილების გზით.

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინსპექტორს ამჟამად არ გააჩნია უფლებამოსილება, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი შეამოწმოს ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, რაც ქნის გარკვეულწილად ფრენის უსაფრთხოების რისკს. ამდენად, კანონს ემატება ინსპექტორის უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრს ჩაუტაროს ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება.

ასევე, ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღების ერთ-ერთი საფუძველია უფლებამოსილი პირის მოთხოვნა, რაც შეესაბამება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, რაც აპრიორი, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის გარეშე, არ წარმოადგენს საჰაერო ხომალდის რეესტრიდან სააგენტოს მიერ ამოღების საფუძველს, უფრო მეტიც, აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, მესაკუთრე (ან მის მიერ განსაზღვრული პირი) უფლებამოსილია შეინარჩუნოს შესაბამისი საჰაერო ხომალდი საქართველოს სახელმწიფო რეესტრში.

ამასთან, კოდექსი მიზნად ისახავს რიგ რედაქციული ხასიათის და ტექნიკურ ცვლილებებს, მათ შორის,
მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებას, რადგან არსებული რედაქციით კოდექსი ჯერ კიდევ 1996 წელს არის მიღებული.

წარდგენილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები