მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკო სოფელი ტყეში“-ს ტერიტორიაზე 60 000 ლარის ინვესტიციით რესტორანი გაიხსნა

635fc1bd0aa05
BM.GE
31.10.22 21:30
2143
„ეკო სოფელი ტყეში“-ს ტერიტორიაზე 60 000 ლარის ინვესტიციით რესტორანი გაიხსნა. სასტუმროს დამფუძნებელმა ნინო ნიორაძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ რესტორანი დამსვენებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით ამოქმედდა.

"ეკო სოფელი ტყეში" ლაგოდეხის სოფელ გურგენიანში მდებარეობს, აქ ველური ბუნება და კეთილმოწყობილი კოტეჯები ერთმანეთს ავსებს, ივნისიდან კი საკვები ობიექტიც ამოქმედდა. სოფელი გურგენიანის ტერიტორიაზე არ არის საკვები ობიექტები და სასურსათო მაღაზიები, რაც დამსვენებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებას აფერხებდა, ამიტომ რესტორნის გახსნა გადაწყვიტეს. რესტორანი ივნისში გავხსენით, მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და ორიენტირებული ვართ, რომ ჩვენი კოტეჯების დამსვენებლების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ თუმცა სხვა ადამიანებიც გვსტუმრობდნენ", - ამბობს ნიორაძე.

რაც შეეხება მენიუს, ის ამბობს, რომ სტუმრებს ძირითადად სახლში დამზადებული ქართული კერძებით მასპინძლობენ,რაც როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს მოსწონთ.

გამოწვევებზე საუბრისას კი ნინო ნიორაძემ განაცხადა, რომ მათთვის ერთ-ერთი გამოწვევა კადრების დეფიციტია.

"მშენებლობის პროცესში გაზის, წყლის, ელექტროენერგიის და ინტერნეტის შემოგვეყვანა ჩვენი ფინანსებით მოგვიწია, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ამჟამად 6 ადგილობრივია დასაქმებული და თანამშრომლები კიდევ გვჭირდება, მაგრამ არ არის," - ამბობს იგი.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, რესტორნის დამფუძნებელი ამბობს, რომ მომდევნო სეზონიდან უფრო მეტი გასართობი სივრცის დამატებას გეგმავენ, რადგან დამსვენებლების მოთხოვნები ბოლომდე დააკმაყოფილონ.

აღსანიშნავია, რომ "ეკო სოფელი ტყეში" სააგენტო "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერითა და "თიბისი ბანკის" დახმარებით შეიქმნა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 365 000 ლარი შეადგინა და ამჟამად 10 კეთილმოწყობილ კოტეჯს და უკვე რესტორანსაც აერთიანებს. რესტორნის შენობა კოტეჯებთან ერთად აშენდა, ხოლო მისი გარემონტება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დამფუძნებლებს 60 000 ლარი დაუჯდათ.