მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკა მისახედია... ქართველები ნორმალური ცხოვრების ღირსი ვართ“ - ბიზნესმენი

608595c994954
თელარა გელანტია
26.04.21 10:15
1116
„ეკონომიკა მისახედია“ - ასე პასუხობს სამკერვალო კომპანია „ელსელემას“ მფლობელი ელგუჯა მამასახლისი bm.ge-სთან ინტერვიუში კითხვას - რას სთხოვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

საქმე ისაა, რომ ბიზნესმენი ელგუჯა მამასახლისი იძულებული გახდა, 2020 წელს „ელსელემას“ თბილისის ქარხანა გაეყიდა და დღეს წარმოების განახლებისთვის დედაქალაქში ახალ ფართს ისევ ეძებს. პარალელურად კი, მაისიდან ლანჩხუთის სამკერვალო ფაბრიკის აქტიურად ამუშავებას გეგმავს.

„არათუ პრემიერ-მინისტრს, არამედ ყველას, ვისაც ეხება, ვთხოვდი, მიხედონ ეკონომიკას; ეკონომიკა მისახედია. პიროვნულად არავისთან მაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერ ვხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს და პროგრესს, მათ შორის იმ დარგში, სადაც მე ვარ...

ბრიუსელში უფრო მეტს უნდა ღელავდნენ საქართველოს თემებზე?! ძალიან კარგად ვიცი, ვის ხელეწიფება ამ საკითხების დალაგება და პრობლემების მოგვარება და კეთილი უნდა ინებოს და დაალაგოს. ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, უნდა ჩატარდეს გაყალბების გარეშე. ბოლოს და ბოლოს ქართველები ნორმალური ცხოვრების ღირსი ვართ. რამდენი წელია სულ ერთი და იგივე სიტუაციაა ქვეყანაში? ასე არ შეიძლება“, - ამბობს ბიზნესმენი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები