მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკამ [პოლიტიკურ კრიზისს] კომპანიების სიყოჩაღით და ბიზნესების წინდახედულობით გაუძლო - რესან ქიქავა

რესან ქიქავა

ბიზნესმენ რესან ქიქავას საქართველოს ეკონომიკის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების ნაკლებად სჯერა, მაგრამ მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ეკონომიკამ მედეგობა გამოავლინა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

2025 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

"ეკონომიკაში რიცხვებს იმ ინსტიტუციების მხრიდან, რომელიც ავტორიტარიზმის ერთ ვერტიკალში არიან მოქცეული, ცხადია, ვერ ვენდობი. რაც შეეხება იმას, თვითონ ეკონომიკა როგორი იყო, ვფიქრობ, ეკონომიკამ გაუძლო - მათ შორის გაუძლო კომპანიების სიყოჩაღით, მედეგობით და ქართული ბიზნესების წინდახედულობით. პრინციპში, მოხდა იმ ზიანის მინიმიზაცია, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთი ტიპის მოვლენებს და ამაში რაღაც საერთო როლი ბიზნესმა ითამაშა, თუმცა სამწუხაროდ, ბიზნესმა, ვერ ითამაშა როლი სოლიდარობის და თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის კუთხით. ვისურვებდი, ამ მხრივ, უფრო მეტი მეტი აქტიურობა მენახა, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ბიზნესმა წარმატებით გაართვა თავი თავის მოვალეობას“, - აღნიშნა მან.

"წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა, რომელიც სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისგან არასდროს იკავებს თავს, ვრცლად ისაუბრა ბიზნესის როლზე ავტორიტარიზმის პირობებში, სოლიდარობის დეფიციტსა და იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ახლავს თან.

"მაქვს იმედი, ბიზნესიც გამოიჩენს მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მეტ სოლიდარობას ერთმანეთის მიმართ და შევეცდებით, ერთიანობით შევცვალოთ ქვეყნის ტრაექტორია“, - განაცხადა რესან ქიქავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები