2025 წელს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. ხოლო წლიურ ჭრილში შემცირებულია მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგები. ზრდის მთავარი კონტრიბუტორები კი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორები იყო. რა ტენდენციებია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში და როგორ ფასდება არსებული მაჩვენებლები?


































