ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო. სამთავრობო ცვლილებებზე განცხადება პრემიერმა დღეს გააკეთა.
„მორიგი დემოკრატიული არჩევნები გვანიჭებს მანდატს გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა რომელიც პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობის კეთილდღეობას. ამისთვის ვგეგმავთ მთელ რიგ სტრუქტურულ ცვლილებებს. ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა პრემიერმა.

























