მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის დამფინანსებელი მარტო საბანკო სისტემაა"

5ad09434b681d
თამუნა დემეტრაშვილი
13.04.18 15:23
875
თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა ფინანსთა მინისტრის განცხადების საფუძველი.

„საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას. საკრედიტო ინსტიტუტი აფინანსებს მაშინ, როცა არ არსებობს კაპიტალური ინვესტიცია ქვეყანაში.“-აღნიშნა ხაზარაძემ.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბიზნესის დაფინანსება დღეს მხოლოდ საბანკო სისტემას უწევს.

,,სამწუხაროა ის, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი მარტო საბანკო სისტემაა, სამწუხაროა ის რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები, არ არსებობს კაპიტალის ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟა, არ არსებობს ფონდები, ვენჩურული კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმდება იმ რეფორმების შესაბამისად რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ მთელი სიმძიმე ეკონომიკის განვითარების გადადის საბანკო სისტემაზე.“-განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, აუცილებლად უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და დაფინანსების ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.

,,ქართული საბანკო სისტემა არის საქართველოს ეკონომიკის 60%-ის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არის რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემა. ამ საბანკო სისტემამ შემოიტანა ასეულობით მილიონი დოლარი ქვეყანაში და მას აქვს რეგიონში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ კორპორაციებს. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები საერთაშორისო საფინანო ინსტიტუტების განაკვეთებზე დაბალია. ვერ გეტყვით რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას ფინანსთა მინისტრისგან, მაგრამ, მე ერთი რამ ვიცი, საბანკო სისტემა სენსიტიური თემაა. თუ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა, მაშინ ეს თავისუფალ, კომკურენტულ გარემოს ნიშნავს. საქართველოს საბანკო სისტემა კი ძალიან კონკურენტულია, მასში 20-ზე მეტი ბანკია წარმოდგენილი“- განაცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები