მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის დარგები ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციით

5aa630ede05b2
BM.GE
12.03.18 11:46
1658
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წელს 60.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები