მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეკონომიკის მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს"

5ce791d4e50b0
დავით ჯალაღონია
24.05.19 10:39
1016
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია.

"ის რყევები, რომლის მომსწრე ჩვენ ახლა ვართ, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი, რადგან თუ გინდათ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებათა ჯაჭვის წევრი და ა.შ. ეს თავისუფალი მცურავი კურსი, რომელიც იყო დადგენილი, არის სწორი და ასეთ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული. ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, სწორია და მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს", - განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები