მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი: არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა

5c21f9b97fbe5
დავით ჯალაღონია
25.12.18 13:32
6955
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში უმუშევრობა დაბალი ტემპებით მცირდება. ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ აგრეთვე ჩვენ ვხედავთ დიდ გამოწვევას უმუშევრობაში. რაშია ეს გამოწვევა? - იმაში, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სიღარიბის შემცირების ტემპების მსგავსად, უმუშევრობის დაწევის ტემპებიც დაბალია. 2015 წელს უმუშევრობა თუ იყო 15%, 2016 წელს - 14%-ია, 2017 წელს - 13,9%. ეს მაჩვენებელი კი იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობის ის სეგმენტები გამოყო, რომლებიც ქვეყნის სამუშაო ძალას წარმოადგენენ.

„3,7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის დაახლოებით, 2 მილიონი. დანარჩენი არის 15-წლამდე ბავშვები და საპენსიო ასაკის ხალხი. აგრეთვე, ჩვენ სამუშაო ძალის გარეთ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, მაგრამ აქ არის კიდევ სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში ნაწილობრივ მაინც, ჩვენი ამოცანაა", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები