„ძალიან აქტიურად ვიწყებთ ჩვენი ბიზნესების დაცვას,“ -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ბიზნესებს ქვეყნის შიგნით დაცვა არ სჭირდებათ.
„არა მარტო ქვეყნის შიგნით, პრინციპში ქვეყნის შიგნით მათ დაცვა არ სჭირდებათ. მხარდაჭერა და სამართლიანი თამაშის წესები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჩვენმა ბიზნესმა ბევრი რამ გადაიტანა და უკვე ისეთ სიმაღლეზე დადგა, რომ ძალიან კონკურენტულია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ბოლო მაგალითია „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი „ელსელემა“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და შვეიცარიელ პოლიციელებს ფორმებს შეუკერავს. ეს ლანჩხუთში მდებარე საწარმოებია ასეთი საწარმო საბედნიეროდ ბევრი გვაქვს. მათ სჭირდებათ ინტერესების დაცვა და ლობირება საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ არ დაიჩაგრონ ტენდერებში და არ დაახვედრონ რაიმე სავაჭრო ბარიერები." - განაცხადა თურნავამ.

























