საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ინვესტიციების მოსაზიდად სამინისტროში ძლიერი სამსახურის შექმნა აუცილებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა, როგორც ცალკე ინიციატივა. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით ინვესტორებთან, მაგრამ ის მუშაობა, რომელსაც ვატარებდით ამ ინვესტორების მოზიდვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იყო არასაკმარისი. სისტემატიურად გვაქვს პრობლემები, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან, რომ ეჯახებიან ბიუროკრატიას, ეჯახებიან პრობლემებს გადაუწყევეტელ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ უნდა შევქმნათ უძლიერესი სამსახური ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებთან მუშაობისა და მათი მოზიდვისთვის“, - განაცხადა ქობულიამ.

























