მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი: ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება

5b86ba710e089
BM.GE
29.08.18 19:19
1789
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი განცხადებით, მინისტრად დანიშვნამდე მან გარკვეული საქმეების მოგვარება ვერ მოასწრო, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკაშირებული საკითხების. ამის შესახებ ქობულია "რუსთავი 2"-ს ესაუბრა.

„რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ ასეთი საკითხი არ იდგმებოდა. რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მოხდა, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაც. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა რაღაცეები, რაც უნდა დავასრულო,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრი, თანამდებობაზე 12 ივლისს დაინიშნა და შვებულებაში მესამედ გავიდა. ის შვებულებაშ იმყოფებოდა გენრმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის პერიოდშიც.

ტოვებს თუ არა თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი - პრემიერის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები